პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობს
„ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან დამოკიდებული და არასდროს აზრადაც არ მოსვლიათ ნარკოდილერები ან ნარკოტიკების გამავრცელებლები გამხდარიყვნენ. ნარკოდამოკიდებულება არის ტრაგედია ნებისმიერი და, განსაკუთრებით, ჩვენი მსგავსი ერებისთვის. ამ თემასთან დაკავშირებით გაცილებით მეტი აქვს სახელმწიფოს გასაკეთებელი“, — განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, თუ ამჟამად მარიხუანის დიდ ოდენობად ითვლება 50 გრამი, კანონის მიღების შემდეგ უკვე 140 გრამი ჩაითვლება, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამი ჩაითვლება.