მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი ისევ უნდა გამოცხადდეს

© FB / Ministry of Agriculture of Georgiaოთარ დანელია
ოთარ დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მეურნეობის სექტორში არ განხორციელებულა იმ მოცულობის ინვესტიცია, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება ანგარიშგასაწევი იყოს, განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.
მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი ისევ უნდა გამოცხადდეს

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღემდე მოქმედებს მიწების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა, ჩვენ მნიშვნელოვანი ინიციატივები ინვესტიციების თვალსაზრისით არც გაგვიგია და ინვესტიციები არც ყოფილა იმ ოდენობის, რომ ეს იყოს ანგარიშგასაწევი. ადგილობრივი ინვესტიციები გაცილებით უფრო დიდია“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

პარლამენტის დეპუტატებმა ერთთვიანი მორატორიუმის გამოცხადების საკითხი განიხილეს. ოპოზიცია მორატორიუმის გამოცხადებას და, ზოგადად, უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვას არ იზიარებს.

ყველა ახალი ამბავი
0