საქართველოს მაღალმთიანეთში ქვის ცვენის გამო გზებზე პრობლემები შეიქმნა

© photo: Sputnik / Elithabeth Judroსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უშგული-ლასდილისა და ცანა-ლასდილის მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ქვის ცვენის გამო დაიკეტა საქართველოს ავტომაგისტრალის მონაკვეთი სვანეთის მიმართულებით, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელმა.

ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 188–198 კმ (უშგული–ლასდილი) და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 135–157 კმ (ცანა–ლასდილი) მონაკვეთებზე.

„ამ დროისათვის აღნიშნულ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც გზა გადაკეტილია. ვვარაუდობთ, რომ სამუშაოები დღის განმავლობაში დასრულდება და მოძრაობა აღდგება“, — განაცხადა დეპარტამენტის თანამშრომელმა.

გზის სხვა მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0