გოშა, ტიბული და თავადი ტრუბეცკი: ალექსეი ბატალოვის საუკეთესო კინოროლები

გამოწერა

მოსკოვში 89 წლის ასაკში სსრკ-ის სახალხო არტისტი ალექსეი ბატალოვი გარდაიცვალა. იხილეთ მსახიობის მონაწილეობით ვიდეოკადრები ცნობილი ფილმებიდან.

მსახიობმა ალექსეი ბატალოვმა ეკრანზე მრავალი უნიკალური სახე შექმნა, რომლებიც მილიონობით რუს თუ უცხოელ მაყურებელს დაამახსოვრდა. იგი ხუთშაბათს, ღამით გარდაიცვალა, იუწყებოდა РИА Новости.

ბატალოვი 1928 წლის 20 ნოემბერს ქალაქ ვლადიმირში დაიბადა თეატრალების — ნინა ოლიშევსკისა და ვლადიმირ ბატალოვის ოჯახში, რომლებიც ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როდესაც ბიჭი სამი წლის იყო. პატარა ალექსეის არ შეეძლო ცხოვრება თეატრის გარეშე – დედასთან ერთად ის მოსკოვის სამხატვრო თეატრის შენობაში ცხოვრობდა, სადაც დღეების განმავლობაში თვალს ადევნებდა დეკორაციების ცვლილებასა თუ მსახიობებისთვის გრიმის გაკეთებას.

კინოში ბატალოვის დებიუტი 1944 წელს შედგა, როდესაც ზოია კოსმოდემიანსკაიასადმი მიძღვნილ არნშტამი ლეოს ფილმში „ზოია“ ეპიზოდური როლი შეასრულა. 1950 წელს კი მოსკოვის სამხატვრო თეატრის სკოლა-სტუდია დაამთავრა. მსახიობი 40-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი იყო გოშას როლი ვლადიმერ მენშოვის ფილმში „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“. 2008 წელს ალექსეი ბატალოვის სახელი ბუგულმინსკის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრს მიანიჭეს.

ყველა ახალი ამბავი
0