აუხსნელი სასწაული: სასიკვდილოდ გადადებული ბავშვი მოულოდნელად ფეხზე დადგა

© Christiaan Triebertსათამაშო ბავშვთა საავადმყოფოს პალატაში
სათამაშო ბავშვთა საავადმყოფოს პალატაში - Sputnik საქართველო
გამოწერა

ამერიკელი ები ფარკო 4 წლისა იყო, როდესაც ექიმებმა საშინელი დიაგნოზი დაუსვეს: მწვავე ლეიკემია, გადარჩენის 20%-იანი შანსით.

იმ დღიდან დაიწყო წამება, რომელმაც 6 წელს გასტანა. ბავშვმა ყველაფერი გადაიტანა, რისი გადატანაც შეიძლებოდა: ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, უამრავი პრეპარატი ინექციით თუ აბების სახით… მშობლებმა ექსპერიმენტული პრეპარატიც კი მოსინჯეს, რომ შვილი როგორმე დაეხსნათ სიკვდილისგან.

ების სიცოცხლისთვის თავდაუზოგავმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო: გოგონამ მთელი ერთი წელი ადამიანურად იცხოვრა — სკოლაში დადიოდა, ფეხბურთს თამაშობდა, სკაუტიც კი გახდა…

მერე კი ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო. ლეიკემია დაბრუნდა! თანაც უფრო მძიმე ფორმით.

ების დედა ამბობდა, ბავშვმა მოძრაობა საერთოდ შეწყვიტა, იმიტომ რომ უმცირესი განძრევაც კი სულის გამამწარებელ ტკივილებს ჰგვრიდაო.

2015 წლის თებერვალში გოგონას კიდევ ერთხელ გაუკეთეს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, მაგრამ ორგანიზმმა უარყო დონორის მასალა.

მარტში ების თირკმელებმა უმტყუნა. ექიმებმა ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს და მშობლებს გამოუცხადეს, დიალიზის გარეშე მაქსიმუმ 48 საათს იცოცხლებსო.

გამწარებულმა მშობლებმა ახლო ნათესავებს შეატყობინეს ვითარება. ნათესავები საავადმყოფოში მივიდნენ, ები აპარატიდან გამორთეს და სახლში წაიყვანეს, რომ იქ, ოჯახურ გარემოში დამშვიდობებოდნენ პატარას.

მთელი ოჯახი საწოლთან ეჯდა დატანჯულ და დაუძლურებულ ბავშვს, რომელსაც უღონობისგან ჩასძინებოდა, და ცრემლიანი თვალებით ელოდებოდა, როდის დადგებოდა დასასრული. ამას უკვე ყველა შეგუებოდა, უკვე ყველას გათავისებული ჰქონდა, რომ არაფრის შეცვლა აღარ შეიძლებოდა…

მაგრამ მოულოდნელად ებიმ თვალები გაახილა, საწოლში წამოჯდა და თქვა: იცით, ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე მაქვს გასაკეთებელიო!

ის დღე გამოდგა გოგონას ავადმყოფობის ბოლო დღე. რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა მოგეჩვენოთ, ბავშვმა გამოკეთება დაიწყო და მალე ფეხზეც დადგა.

მამა და შვილი - Sputnik საქართველო
გამძვინვარებული მამის „მცირე ომი“ სპეცრაზმთან შვილის სიცოცხლის გადასარჩენად

ექიმებმა ვერაფრით ახსნეს ეს ხილული სასწაული. ამ ფენომენს მეცნიერული საფუძველი ვერ მოუძებნეს. ეს იმდენად გამაოგნებელი შემთხვევა იყო, რომ ლამის ყველა მედიასაშუალებამ დაწერა და გადასცა მის შესახებ.

ახლა 10 წლის ები რემისიაშია. ჩვეულებრივი ბავშვის ცხოვრებით ცხოვრობს. ეგაა მხოლოდ, დღეში ორჯერ რამდენიმე თავ წამალს სვამს, დანარჩენით არაფრით გამოირჩევა თანატოლებისგან. მაგრამ დედა და მამა მაინც შიშობენ: ავადმყოფობა მოულოდნელად გაქრა, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ ასევე მოულოდნელად კვლავ იჩინოს თავი?! ამიტომ შვილთან ცხოვრებით, მისი გვერდით ყოფნის ყველა წუთით ტკბებიან.

ღმერთმა არ ქნას, ეს წუთები მალე ამოიწუროს.

ყველა ახალი ამბავი
0