Batumi Dvor Party: მხიარული სუფრა ძველი ბათუმური ეზოს სტილში

გამოწერა

ბათუმში ტურისტების მიზიდვა ტრადიციულ ქალაქურ სტილში მოწყობილი კოლორიტული წვეულებებით გადაწყვიტეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩაიარა დღესასწაულმა.

ბათუმის მცხოვრებლებმა — ბათუმელმა ალიონამ და ოდესელმა ვერონიკამ გადაწყვიტეს ძველი ქალაქური ტრადიციის გაცოცხლება, როდესაც ბათუმის ეზოებში, სადაც ოდითგანვე სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა და მეგობრობდა, რეგულარულად იკრიბებოდნენ, ერთად ისხდნენ მაგიდების გარშემო და მხიარულობდნენ, აღნიშნავდნენ სხვადასხვა თარიღებსა და მოვლენებს.

ალიონას და ვერონიკას მეგობრებმა და მეზობლებმა მათ წამოწყებას მხარი დაუჭირეს და პირველი წვეულება Batumi Dvor Party შესანიშნავად გამართეს — მხიარული კამპანია ბათუმის ერთ-ერთ ე.წ. იტალიურ ეზოში გვიანობამდე ატარებდა დროს სასიამოვნოდ.

ყველა ახალი ამბავი
0