15 ივნისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:
„ძალიან ცუდი გოგონები“ (Rough Night) — რეჟისორ ლუსია ანელოს მიერ შავი კომედიის ჟანრში გადაღებული ამერიკული ფილმი. მთავარ როლებში — სკარლეტ იოჰანსონი, ზოი კრავიცი, კეიტ მაკკინონი, დემი მური, ჯილიან ბელი, ილანა გლეიზერი და პოლ ვი დაუნსი.
კოლეჯის ხუთი საუკეთესო დაქალი ჯესი, ბლერი, ფრენკი, ელისი და პიპა ერთმანეთს ათი წლის შემდეგ მაიამიში ქორწილის წინა წვეულების დროს შეხვდებიან. შუა წვეულებაზე გოგონები სტრიპტიზიორს იძახებენ და შემთხვევით მას კლავენ. შესაძლო შედეგების თავიდან ასაცილებლად, დაქალები გადაწყვეტენ მკვლელობის კვალის დაფარვას, თუმცა, ეს არც ისე იოლი აღმოჩნდება.
„ყველაფერი, ყველაფერი“ (Everything, Everything) — რეჟისორ სტელა მეგის ამერიკული მელოდრამა ნიკოლა იუნის წიგნის მიხედვით. მთავარ როლებში — ამანდლა სტენბერგი და ნიკ რობინსონი.
ახალგაზრდა გოგონა მედის სამყარო — ექთანი, დედა და ავადმყოფობა. თვრამეტი წლის გოგონა თავისი ჰერმეტული სახლიდან არც ერთხელ არ გამოსულა, რადგან ეს მისთვის შეიძლება ლეტალურად დასრულდეს. ერთხელ მედის მეზობელი ბიჭი ოლი შენიშნავს და მის გაცნობას გადაწყვეტს. მათ შორის მიმოწერა დაიწყება და ისინი ერთმანეთს სულ უფრო მეტად უახლოვდებიან. ერთ მომენტში მედი საბედისწერო ნაბიჯზე მიდის — მის სახლის ფარგლებს გარეთ სამყაროთი დატკბობა და ოლისთან ერთად თუნდაც ერთი დღის გატარება სურს, და ამისთვის ყველაფრის გაღება შეუძლია.
„მანქანები 3“ (Cars 3) — Pixar Animation Studios-ის წარმოების სრულმეტრაჟიანი კომპიუტერული ანიმაციური ფილმი (გამოშვება — Walt Disney Pictures). 2006 და 2011 წლების ფილმების გაგრძელება. მაღალტექნოლოგიური მანქანების ახალი თაობით გაბრუებული ლეგენდარული ელვა-მაქქუინი (ოუენ უილსონი) საყვარელი სპორტიდან ამოვარდება. თამაშში დასაბრუნებლად, მას ენერგიული მექანიკოსის კრუს რამირესის (კრისტელა ალონსო) დახმარება დასჭირდება. ის შეიმუშავებს მაქქუინის დაბრუნების გეგმას, რომელიც ჯექსონ შტორმს უნდა დაუპირისპირდეს.
გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ალექს კურტცმანის სათავგადასავლო ბლოკბასტერი „მუმია“ (The Mummy) და გერმანულ-ავსტრალიური დრამა „მანიფესტო“ (Manifesto) ქეით ბლანშეტით მთავარ როლში.
თბილისის კინოთეატრებშია — რეჟისორ პეტი ჯენკინსის სუპერგმირული ფილმი „ქალი-საოცრება" (Wonder Woman), რეჟისორ სეტ გორდონის ამერიკულ-კომედიური ფილმი „მაშველები" (Baywatch) და ამერიკული სათავგადასავლო ფილმი "კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან".
უქმეებზე თბილისის კინოთეატრებში ასევე ნახავთ რეზო გიგინეიშვილის თრილერს "მძევლები".
მულტფილმები ბავშვებისათვის — რეჟისორ რობ ლეტერმანის და დევიდ სორენის ამერიკული კომპიუტერულ-ანიმაციური კომედიური ფილმი "კაპიტანი ტრიკო" (Captain Underpants), "ყარყატის თავგადასავალი"(Richard the Stork) და მარლა ფრეიზის წიგნის მიხედვით გადაღებული მულტფილმი "პატარა ბოსი" (The Boss baby).
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!