რა აერთიანებს კეტი პერის საქართველოსთან

© REUTERS / Mario Anzuoniკეტი პერი
კეტი პერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარულმა მომღერალმა კეტი პერიმ ქართველი დიზაინერი დების ბრენდ Mach & Mach-ის სამოსში გამოწყობილმა იმღერა.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი კეტი პერი ამსტერდამში გამართულ კონცერტზე ქართული ბრენდის Mach & Mach-ის სამოსით წარდგა.

მომღერალმა აირჩია თავისუფალი კოსტიუმი ვერცხლისფერი ბრჭყვიალებით.

„ეს იყო ნადვილი ცეცხლი. მადლობა, რომ ჩვენ აგვირჩიე", — წერენ ბრენდ Mach & Mach-ის შემქმნელები გვანცა და ნინა მაჭარაშვილები Instagram-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.

ბოლო დროს ქართველი დიზაინერების სამოსით გატაცება არც ისე იშვიათი მოვლენა გახდა უცხოელ ვარსკვლავებს შორის. ქართველი დიზაინერების შეკერილი კოსტიუმებით თავს იწონებენ მოდელები ბელა ჰადიდი და დაუტცენ კრუსი, შეიხი მოზა და რუსი მსახიობი ნასტასია სამბურსკაია.

 

რაც შეეხება მოდის ქართული ბრენდის Mach & Mach-ის შემქმნელ დიზაინერ დებს – გვანცა და ნინა მაჭარაშვილებს (Gvantsa Mach და Nina Mach), გვანცა თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, ხოლო ნინა — დიპლომირებული ექიმი.

თავისი ბრენდი გოგონებმა 2012 წელს შექმნეს. Mach & Mach — ესაა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საქორწინო კაბების ბრენდი, რომელიც ყოველ წელს სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0