მერი კავთელიშვილი: სასწაული ემოცია იყო, სიხარულისგან ვხტოდი

გამოწერა
კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი მერი კავთელიშვილი საკუთარი წარმატების შესახებ საუბრობს.
მერი კავთელიშვილი: სასწაული ემოცია იყო, სიხარულისგან ვხტოდი

„ოთხმა ძალიან ძლიერმა უნივერსიტეტმა მითხრა დადებითი პასუხი. სასწაული ემოცია იყო, რადგან ნამდვილად არ ველოდი. საზღვარგარეთის სტუდენტებისთვის, ვისაც დაფინანსება სჭირდება, გაცილებით დაბალი პროცენტი აქვთ მიღების“, – ამბობს კავთელიშვილი.

მერი კავთელიშვილს მსოფლიოს ოთხმა წამყვანმა უნივერსიტეტმა – University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University განუცხადა თანხმობა მიღებაზე და თითოეულმა საშუალოდ 250 000$ დაფინანსება გამოუყო. მერიმ სწავლის გასაგრძელებლად University of Pennsylvania არჩია.

ყველა ახალი ამბავი
0