მადლენ ოლბრაიტი საქართველოში: შეხვედრები პრეზიდენტთან და პარლამენტთან

© FB / Giorgi Kvirikashviliაშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი საქართველოში
აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, NDI-ს თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტი შეხვედრებს მართავს საქართველოში.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს თბილისში გასულ საღამოს აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარემ მადლენ ოლბრაიტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, არ არსებობს დიდი და პატარა სახელმწიფოები და, მიუხედავად თავისი მცირე ზომისა, საქართველო აშშ-ის დიდი პარტნიორია უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხებში.

საქართველოში ვიზიტის მსვლელობისას, რომელიც 11 ივნისს დაიწყო, მადლენ ოლბრაიტმა შეხვედრა გამართა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, ქვეყნის მიღწევები, ასევე საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და მიზნები. აღინიშნა, რომ NDI-ს თავმჯდომარის ვიზიტის მიზანია საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა და მეტი ინფორმაციის მიღება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. გარდა ამისა, ვიზიტი ემსახურება საქართველოსა და დასავლეთს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებას. მარგველაშვილმა, რომელიც 1995-2000 წლებში NDI-ში მუშაობდა, ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის ამ ორგანიზაციის მოღვაწეობის მნიშვნელობას.

მადლენ ოლბრაიტი - Sputnik საქართველო
მადლენ ოლბრაიტი მზადაა, მუსლიმი გახდეს

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში განსაკუთრებულ სამუშაოს ახორციელებს ათწლეულების მანძილზე; სხვადასხვა თაობები დებდნენ საკუთარ სულს, რწმენას, შრომასა და წვლილს ამ საქმეში. ეს იყო ათეულობით გამორჩეული ადამიანი, პროფესიონალი, პოლიტიკოსი, უბრალოდ ენთუზიასტები, რომლებმაც შესანიშნავი სამუშაო განახორციელეს საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

მადლენ ოლბრაიტმა, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიამაყით აღნიშნა ის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც NDI-სთან თანამშრომლობით საქართველოში განხორციელდა.

„ვამაყობ იმ სამუშაოთი, რომელიც ერთად განვახორციელეთ. საქართველო ერთგვარი მაგალითია — როდესაც ხალხი გვეკითხება, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვმუშაობთ საზოგადოებაში და როგორ ვიწყებთ მის შეცნობას, ჩვენ ვპასუხობთ, რომ ძალიან დიდი დრო გავატარეთ საქართველოში, გავიარეთ სხვადასხვა ეტაპი და, ვფიქრობ, რასაც მე განსაკუთრებით ვაფასებ, არის თქვენი სურვილი – შეესაბამებოდეთ მაღალ სტანდარტებს, რადგან იცით, რომ სწორედ ეს ქმნის წარმატებულ ქვეყანას”, — თქვა მან.

ოთხშაბათს დაგეგმილია ოლბრაიტის შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა პარტიებთან. NDI-ს დელეგაციის ვიზიტი 15 ივნისს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0