ლევან იზორიამ მაგდებურგში ქართველი სამხედროები მოინახულა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან იზორიას განცხადებით, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კონტრიბუციას საქართველო მომავალშიც მტკიცედ გააგრძელებს.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ლევან იზორია გერმანიის ქალაქ მაგდერბურგში, საბრძოლო მომზადების ცენტრში ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნას დაესწრო და გერმანელი გენერლებისგან ქართველი სამხედროების მომზადების დონის შესახებ მაღალი შეფასება მიიღო, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

„თქვენ მოგიწევთ მაზარ-ი-შარიფში ძალიან საპასუხისმგებლო მისიის შესრულება გერმანული სარდლობის ფარგლებში, ეს მისია გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. თუმცა თქვენი წინამორბედების პროფესიონალიზმმა, სიმამაცემ ამ საფრთხეების პრევენცია და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. როდესაც გერმანულ საკონსულოზე მოხდა თავდასხმა, ჩვენ მივიღეთ დიდი მადლიერების და აღიარების სიტყვები ჩვენი გერმანელი მოკავშირეებისგან და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ასეულიც ღირსეულად გააგრძელებს ამ ტრადიციას რომელიც იქ ჩვენმა ბიჭებმა შექმნეს", — მიმართა თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს მაგდებურგში.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო: საქართველო ავღანეთში მისიას გააგრძელებს

მაგდერბურგის საბრძოლო მომზადების ცენტრში ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა უვე ბეკერმა უმასპინძლა. მან თავდაცვის მინისტრს საბრძოლო მომზადების ცენტრის შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ქართველი ქვედანაყოფის მომზადების ეტაპები გააცნო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ასეული მაგდერბურგის საბრძოლო მომზადების ცენტრში გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში გადასროლისწინა წვრთნას იანვრიდან გადის. მომზადება მექანიზებული ოცეულისა და ასეულის დონის სწავლებებს მოიცავდა. ქვედანაყოფი საერთაშორისო მისიის შესასრულებლად უკვე მზადაა და მაზარ-ი-შარიფში, ბაზა "მარმალზე" გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ახლო მომავალში გაემგზავრება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0