თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია 2017 წლის ბოლომდე ქალაქის მასშტაბით 1,5 მილიონი კვადრატულ მეტრამდე ასფალტის საფარის დაგებას გეგმავს, განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ნარმანიას სიტყვებით, აღნიშნულ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები თბილისის სხვადასხვა რაიონში მიმდინარეობს.
„რაიონული ადმინისტრაციები შიდა კვარტალურ გზებზე მუშაობენ, ხოლო კეთილმოწყობის სამსახური შედარებით მასშტაბურ პროექტებზე მუშაობს. ჩვენი ამოცანაა, წელსაც მინიმუმ 1,5 მლნ კვადრატულ მეტრამდე გზა დავაგოთ, რომელიც სამჯერ მეტი იქნება, ვიდრე წლის განმავლობაში ჩვენი წინამორბედები აკეთებდნენ“, — განაცხადა ნარმანიამ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის — პეკინის — სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტზე. მისი სიტყვებით, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ჩატარდება, რათა სამუშაოები სექტემბრის დასაწყისამდე დასრულდეს.
„მესმის, რომ მსგავსი მასშტაბური პროექტი გადაადგილების მხრივ გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. თუმცა, ეს არაფერია იმ სიკეთესთან შედარებით, რასაც ქალაქი პროექტის განხორციელების შემდეგ მიიღებს“, — ხაზგასმით აღნიშნა ნარმანიამ.
თბილისის მერიაში აღნიშნეს, რომ პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 60 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.
პროექტის განხორციელების პროცესში პეკინის ქუჩა ნაწილობრივ გადაიკეტება, რაც მაქსიმალურ შესაძლებელს გახდის მოსახლეობამ ნაკლებად იგრძნოს დისკომფორტი. ქალაქის ხელისუფლება და კომპანია Black Sea Group-ი სამუშაოების სექტემბერში დასრულებას გეგმავენ.