„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 13 ივნისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის და თაყაიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ჭიაურელის, ჩაჩავას, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთისდ რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩერნიშევსკის, წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და ჩიქობავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-2 მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთო ღოღობერიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, იორის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0