თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. შსს-მ დახურა სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ოკამის მახლობლად აღმოჩენილი სამარხი არქეოლოგიის ნიმუშს წარმოადგენს.
სოფელ ოკამის მკვიდრებმა ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს. შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა", თუმცა მოგვიანებით დახურა ის. საქმეში ჩართულმა არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ნაპოვნია არქეოლოგიის ნიმუში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.