ბელარუსში დააკავეს ტერორისტი, რომელიც ევროპაში აფეთქებას გეგმავდა

© Sputnik/Виктор Толочкоსპეცოპერაცია
სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსის სპეცსამსახურებმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან რვა ტერორისტი დააკავეს, რომლებზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და რომლებიც სირიაში იმყოფებოდნენ.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დააკავა ტერორისტი, რომელიც ევროპაში ტერაქტს ამზადებდა. მას პირადი ჩხრეკისას ასაფეთქებელი მოწყობილობა უპოვეს, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ვალერი ვაკულჩიკმა, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“.

კატარი - Sputnik საქართველო
FT: კატარმა ტერორისტებს ერთი მილიარდი დოლარი გადაუხადა

მისი სიტყვებით, ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრი ბელარუსში გერმანიიდან ჩავიდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ტერორისტი ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში.

ვაკულჩიკის განცხადებით, გასულ წელს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 17 ადამიანი დააპატიმრეს, 2015 წელს — 21. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი რესპუბლიკაში 8 ეჭვმიტანილია დაკავებული.

„ესენი არიან პირები, რომლებიც ტერორისტულ და ექსტრემისტულ მოღვაწეობას ეწევიან, რომლებზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და რომლებიც სირიაში იმყოფებოდნენ“, — განაცხადა ვაკულჩიკმა.

ყველა ახალი ამბავი
0