საგარეჯოში 16 წლის ბიჭი მამამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ბავშვის სუიციდის მიზეზი.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში 16 წლის მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი (Imedi).

ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი ხეზე ღამით მამამ შეამჩნია და საშველად მეზობლებს უხმო, თუმცა მოზარდი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ბავშვის სუიციდის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0