თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ერთ ტონაზე მეტი ხორცი ამოიღეს

გამოწერა
თბილისის ბაზრებში ხორცი მარკირების გარეშე იყიდებოდა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ერთ ტონაზე მეტი ხორცი ამოიღეს, რომლის ნაწილი ცხენის ხორცი აღმოჩნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების თანამშრომელზე დაყრდნობით.

საბავშვო ბაღი თბილისში - Sputnik საქართველო
რუსთავის საბავშვო ბაღებს ნაწლავური ჩხირის მქონე ხორცით ამარაგებდნენ

სააგენტოს სპეციალისტებმა შეამოწმეს აგრარული ბაზრები და ხორცპროდუქტების საბითუმო ობიექტები, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს.

"სურსათის სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოავლინა დარღვევა, რომელიც ეხება საქონლის ხორცს, რომელიც მარკირების გარეშე იყიდება. ამოღებულია ერთ ტონაზე მეტი საქონლის ხორცი, რომელსაც მარკირება არ გააჩნდა. გამოვლენილი ნიშნები მოწმობს, რომ ეს არის როგორც მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ისე წყვილჩლიქოსნები. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ იგი ცხენის ხორცია", — განაცხადა სურათის ეროვნული სააგენტოს ქალაქის სამსახურის უფროსის მოადგილემ.

გამოვლენილი დარღვევების გამო სამი ობიექტი დაჯარიმდა. ამოღებული ხორცი განადგურდება.

ყველა ახალი ამბავი
0