საქართველო-თურქეთის საზღვარზე ოქროს კონტრაბანდა აღკვეთეს

© photo: Sputnik / Фред Гринберг / გადასვლა მედიაბანკშიდამნაშავეებისთვის ჩამორთმეული ძვირფასეულობა
დამნაშავეებისთვის ჩამორთმეული ძვირფასეულობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონტრაბანდული საქონლის ღირებულება 35 000 ლარზე მეტს შეადგენს, დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ "სარფზე" პირს 619,19 გრამი არადეკლარირებული ოქროს სამკაულები აღმოუჩინეს და ჩამოართვეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით, კონტრაბანდული ოქრო თურქეთიდან საქართველოში კვირას შემოიტანეს. ოქროს სამკაულები მსუბუქ ავტომობილში, ძრავის სიახლოვეს სპეციალურად მოწყობილ სამალავში იყო მოთავსებული.

კონტრაბანდული საქონლის ღირებულებამ 35 000 ლარზე მეტი შეადგინა. ავტომობილის მძღოლი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით ("საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0