მწვანე ტყემლის საწებელი ნათია მონტგომერისგან

გამოწერა

კულინარი ნათია მონტგომერი "Sputnik-საქართველოს" მკითხველებს მწვანე ტყემლის საწებლის რეცეპტს უზიარებს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: მწვანე ტყემალი ან ალუჩა 2 კგ, აყვავებული ქინძი — 400 გ, ომბალო — 50 გ, კამა — 50 გ, ნიახური — 50 გ, რეჰანი — 20 გ, მწარე წიწაკა — 1 ც., ხმელი ქინძი — 30 გ, ახალი ნიორი — 2 თავი, წითელი დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით.

ტყემალს დაასხით 4 ჭიქა წყალი და წამოადუღეთ. რომ ჩაიხარშება, გააცივეთ, დაყარეთ თუშფალანგზე და გაწურეთ. 

დაჭერით ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი წვრილად. ტყემლის გაწურული წვენი დადგით მოსადუღებლად. წვენის ნაწილში გაურიეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. ტყემლის წვენი რომ წამოდუღდება, შეურიეთ მეორე წვენში გახსნილი მწვანილი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ახალი ტყემლის საწებელი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0