საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში: მაკრონის პარტია იმარჯვებს

© REUTERS / Philippe Wojazerემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობას ამომრჩეველთა 28,21%-მა დაუჭირა მხარი.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის ეროვნული საკრებულოს (პარლამენტის ქვედა პალატა) არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა მოძრაობამ „წინ რესპუბლიკა“ გაიმარჯვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

არჩევნები კვირას გაიმართა და ამომრჩეველთა აქტივობა რეკორდულად დაბალი იყო — ხმის მისაცემად, საფრანგეთის შსს-ს საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები მივიდა (48,71%). 

მთლიანად ქვეყანაში „წინ რესპუბლიკის“ კანდიდატებს ხმა მისცა ამომრჩეველთა 28,1%-მა. შემდეგ მოდიან მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „რესპუბლიკელები“ – 15,77%, მარინ ლე პენის მემარჯვენეები „ეროვნული ფრონტი“ – 13,20%, ჟან-ლუკ მელანშონის მემარცხენეები „გაუტეხელი საფრანგეთი“ – 11,02% და ყოფილი მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტური პარტია“ — 7,44%. 

ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
Moody's: მაკრონის პოლიტიკა პოზიტიურია საფრანგეთისთვის

ამასთან ერთად არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება ეროვნულ საკრებულოში, კანდიდატებს ირჩევენ 577 ერთმანდატიან ოლქში. პირველ ტურში გამარჯვებისთვის ყოველმა კანდიდატმა ხმათა 50% უნდა დააგროვოს. ოლქების დიდ ნაწილში ეს არ მოხდა. მეორე ტური ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.

მოსალოდნელია, რომ მაკრონის პარტია დეპუტატის მანდატების 70%-ზე მეტს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0