ბარათაშვილი: შევხვდი ორ არაჩვეულებრივ ადამიანს, რომლებმაც ჩემი კარიერა განსაზღვრეს
„მთელი ბავშვობა მუსიკოსობაზე ვოცნებობდი. გავიდა ხანი და თბილისში შეიქმნა დიდი ორკესტრი. ავდექი და თამამად „მივაჭერი“ სარეპეტიციო დარბაზში. იქ შევხვდი ორ არაჩვეულებრივ ადამიანს, რომლებმაც შემდგომში განსაზღვრეს ჩემი კარიერა“, — ამბობს მომღერალი.
მაია ბარათაშვილი მსმენელს ყოველთვის ხიბლავდა თავისი ძლიერი და ლამაზი ხმით. დაამთავრა თბილისის ხელოვნების კოლეჯი, სადაც კლასიკური მუსიკალური განათლება მიიღო. კლასიკური მუსიკიდან მალევე გადაინაცვლა ჯაზში და David’s jazz Soul Club-ის გახსნისთანავე ჯაზ-სოულის მომღერლად მოევლინა მსმენელს. ამის შემდეგ მოღვაწეობდა თბილისის მუნიციპალიტეტის ჯაზ-ორკესტრში, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში და სხვადასხვა ჯაზ-ანსამბლებში.