ბაქოს მახლობლად ვულკანი ამოიფრქვა

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიაფშეფრონის ტალახის ვულკანი
აფშეფრონის ტალახის  ვულკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამოფრქვევა 15 წუთი გრძელდებოდა, რის შედეგადაც 3,5 ჰა ტერიტორია სამ მეტრამდე სისქის ტალახით დაიფარა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ბაქოდან 12 კილომეტრში ტალახის ვულკანი კეირიაკი ამოიფრქვა, იუწყება "Sputnik-აზერბაიჯანი" აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ ვულკანმა 2,5-წლიანი ძილის შემდეგ გაიღვიძა.

ამოფრქვევა 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამოფრქვევის პროდუქტი 3,5 ჰექტარის ფართობზე გავრცელდა და მისი სისქე 20 სმ-დან 3 მეტრამდე მერყეობდა.

ამოფრქვევის შედეგად ახლომდებარე დასახლებული პუნქტის მოსახლეობა არ დაზარალებულა.

ყველა ახალი ამბავი
0