აფბა: მიწა უცხოელებზე იჯარით უნდა გაიცეს
„მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხში მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მკაცრი და ხისტი პოლიტიკა შეინარჩუნოს, რაც პირველ რიგში გამოიხატება სასოფლო სამეურნეო სავარგულების ფონდის რაციონალურ გამოყენებაში", — აღნიშნა ლევან ლაგვილავამ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირზე, ვისაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა.