ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგია 12 ათას აბონენტს შეუწყდა

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზები დასავლეთ საქართველოში
ელექტროგადამცემი ხაზები დასავლეთ საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგიის მიწოდება 12 ათას აბონენტს შეუწყდა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".

ელექტროენერგია გაეთიშა იმერეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის აბონენტთა ნაწილს.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ძაბვის ელეტროგადამცემი ხაზები მწყობრიდან არ გამოსულა, ღამის საათებში მათი დატბორვის საშიშროება მაინც შეიქმნა. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, დატბორვის თავიდან აცილება მოხერხდა.

ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, ტრასფორმატორები და ფიდერები.

 

ყველა ახალი ამბავი
0