საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში 2017: კენჭისყრა დაიწყო

© photo: Sputnik / Кристина Афанасьева / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური
საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
47–მა მილიონმა ფრანგმა ამომრჩეველმა 7 877 პრეტენდენტიდან ეროვნულ სათათბიროში 577 დეპუტატი უნდა აირჩიოს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საფრანგეთში კვირას ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს. ირჩევენ ქვედა პალატის დეპუტატებს.

ეროვნულ სათათბიროში 577 ადგილზე 7 877 პრეტენდენტია, იუწყება Sputnik France

#legislatives2017 #AuvillersLesForges Tout est prêt, vous pouvez (devez) venir voter pic.twitter.com/0BUrxmQF6C

დეპუტატებს ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ. პირველ ტურში გაიმარჯვებს ის, ვინც ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს. დანარჩენ შემთხვევაში ერთ კვირაში კენჭისყრის მეორე ტური ჩატარდება, სადაც გამარჯვებისთვის ხმების უბრალო უმრავლესობა საკმარისი იქნება.

თითქმის 67 ათას საარჩევნო უბანზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ 50 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი, ასევე ოპერაცია Sentinelle–ის სამხედრო მოსამსახურეები.

პარასკევს გამოქვეყნებული Ipsos/Sopra Steria–ს გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოძრაობამ "წინ, რესპუბლიკა", რომელმაც ქვეყნის სათავეში პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოიყვანა, შეიძლება ამომრჩევლის ხმათა 31% მიიღოს, რაც ქვეყნის პარლამენტში 577 ადგილიდან 397–დან 427 ადგილის მიღებას ნიშნავს. მთავარმა ოპოზიციურმა ძალებმა – "რესპუბლიკელებმა" და მისმა მოკავშირეებმა შეიძლება მიიღონ ხმების 22%, ანუ 95–115 ადგილი ეროვნულ სათათბიროში. პარტია "ეროვნულ ფრონტს" ამომრჩევლის ხმების 17%–ის მიღების შანსი აქვს, რაც პარლამენტში 5–15 ადგილს უდრის.

კომპანია Elabe–ს გამოკითხვის თანახმად, კენჭისყრის ფავორიტია ასევე "წინ, რესპუბლიკა" პარტიების კავშირში "დემოკრატიული მოძრაობა" (MoDem) – 29%. "რესპუბლიკელები" მოკავშირეებთან ერთად მიიღებენ ხმათა 23%–ს, ხოლო "ეროვნული ფრონტი – 17%–ს.

 

ყველა ახალი ამბავი
0