თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. თბილისიდან მიმავალი სამგზავრო მატარებელი სოფელ ორთაშენთან ორ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საბედნიეროდ, ავტომანქანის მძღოლებმა ავტომობილიდან გადასვლა მოასწრეს. დაშავდა მატარებლის მემანქანე.
მომხდარის გამო სარკინიგზო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია.