საქართველოს ხელისუფლება აშშ–ში დაკავებული სპორტსმენების მხარდაჭერის პირობას დებს

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა – დარბაზი ბრიფინგების ჩატარებისთვის
საქართველოს მთავრობა – დარბაზი ბრიფინგების ჩატარებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ვერ ხედავნ მიზეზებს, რომ არ ენდონ აშშ–ის მართლმსაჯულებას, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების საქმესთან დაკავშირებით ჭეშმარიტება უნდა დაადგინოს.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. აშშ–ში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ქართული მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, კოორდინატორმა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

იმ 33 ადამიანს შორის, რომელთაც ნიუ–იორკის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა, არიან მსოფლიო კრივის ორგანიზაციის WBO-ს ინტერნაციონალური ქამრის მფლობელი, საშუალო წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე და შერეული საბრძოლო ხელოვნების Fight Nights Glolobal ლიგის მოქმედი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი. სულ საქმეზე საქართველოს 15 მოქალაქეა დაკავებული. ისინი რუს, წარმოშობით ქართველ „კანონიერ ქურდ“ რაჟდენ შულაიასთან კავშირში ამხილეს.

„ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს მოქალაქეებს ყველა შემთხვევაში და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ესენი არიან ძალიან კარგი სპორტსმენები, რომ მათ ჰყავდეთ ადვოკატი და მათი მხარდაჭერა და ხელშეწყობა იყოს მაქსიმალური. მეორე მხრივ, ამერიკულ მართლმსაჯულებაში ეჭვს ნუ შევიტანთ, ამის საფუძველი არ გვაქვს და მთავარია, რომ ეს სიტუაცია გაირკვეს“, – განაცხადა ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

ავთანდილ ხურციძე თბილისის აეროპორტიდან აშშ-ში გაფრენის წინ - Sputnik საქართველო
აშშ-ის სასამართლომ ხურციძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

მისი თქმით, აშშ–ში ვინმესთან უბრალოდ ნაცნობობის გამო არავის აპატიმრებენ. მალე გაირკვევა, იყოს თუ არა ეს გაუგებრობა.

რაჟდენ შულაიასა და ზურაბ ჯანაშვილის ხელმძღვანელობით გამომძალველობით დაკავებულ დაჯგუფებასთან კავშირში პროკურატურამ 33 ბრალდებულიდან 27 ამხილა.

როგორც გამოძიება ამტკიცებს, ე.წ. კანონიერმა ქურდმა შულაიამ აშშ-ში ბრაიტონ-ბიჩიდან ლას-ვეგასამდე შექმნა მსხვილი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც დაკავებული იყო ქრთამების მიცემით, აზარტული თამაშებითა და დაქირავებით მკვლელობებით. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მოაწყო პოკერის სათამაშო არალეგალური კლუბები ნიუ-იორკის ბრაიტონ-ბიჩის რაიონში, სადაც საბჭოთა კავშირიდან გამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ. ამავე დროს გადახდისუუნარო მოთამაშეებს შულაიას დაჯგუფებაში ითრევდნენ.

დამნაშავეები შეეცადნენ ატლანტიკ-სიტისა და ფილადელფიაში სამორინეების სისტემები გაეტეხათ, რათა სლოტ-მანქანები დაეპროგრამებინათ. ჯგუფი ასევე შეეცადა ღამის კლუბის გახსნას და იქ ნარკოტიკების გაყიდვის ორგანიზებას. ჯგუფის წევრები სხვადასხვა კომპანიების ტვირთებს იტაცებდნენ. მათ ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ და ისინი სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მოსყიდვას ცდილობდნენ.

ბრალდებები წაყენებულია სხვადასხვა მუხლებით: შეთქმულება შეკვეთილი მკვლელობის მიზნით, გამოძალვა, თაღლითობა, გატაცება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0