საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს

გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ თურქეთის მიმართულებით გადასვლას.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. შსს–ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ვალეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები – ილია მ. და მამუკა ბ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ თურქეთის მიმართულებით გადასვლას.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0