თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საგარეჯოს რაიონში სოფლები გიორგიწმინდა და ნინოწმინდა ძლიერმა სეტყვამ დააზარალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
წინასწარი მონაცემებით, სოფლებში განადგურდა საკარმიდამო ნაკვეთები და ნათესები.
ზარალს მოგვიანებით დაადგენენ.
ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო თბილისშიც.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იუწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სეტყვის გამო ოთხი შეტყობინება შევიდა. გამოძახებები ეხებოდა სადარბაზოებისა და სარდაფების დატბორვას. მათი ინფორმაციით, სეტყვის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი არ დაფიქსირებულა.
სინოპტიკოსები ამ უქმეებზე მთელ საქართველოში დროგამოშვებით წვიმასა და ქარს პროგნოზირებენ, შესაძლებელია სეტყვაც.