ღვინის სამოთხე: როგორ იმართება WinExpo Georgia

© Sputnik / Alexander Imedashviliღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017
ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
WinExpo Georgia-ს ერთ-ერთი პავილიონი გაჟღენთილია სხვადასხვა სახეობის ღვინის, ყველისა და ახალგამომცხვარი პურის სურნელებით - გურმანებისთვის აქ ნამდვილი სამოთხეა.

ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017-მა, რომელიც თბილისში 9-10 ივნისს იმართება, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 170-ზე მეტი სახეობის მწარმოებელი 97 კომპანია შეკრიბა.
გამოფენაში მონაწილეობს 11 ქვეყანა: საქართველო, რუსეთი, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, თურქეთი და უკრაინა.
სტალინის ღვინო
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გორში წარმოებული ღვინის სტენდი. მას ეწოდება „იოსებ სტალინი“. გორის ღვინის კომპანია „საქართველომ“ საბჭოთა ბელადის შვილიშვილს მიმართა და მან ლეგენდარული წინაპრის სახელის გამოყენების ნებართვა მისცა.

© Sputnik / Alexander Imedashviliღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017
Международная выставка вина и алкогольных напитков WinExpo 2017 - Sputnik საქართველო
ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017

 „ამ პროექტის აზრი იმაშია, რომ ამ ბოთლებში კარგი ხარისხის ღვინოს ვასხამთ. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იციან ქართული ღვინის ხარისხი და იოსებ სტალინის სახელი“, —  განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა მერაბ მანაშეროვმა.
ახალი სახელები
 „მიშო პაპა“ — ახალი ბრენდია, რომელიც ერთი წელია რაც არსებობს. კომპანია სიღნაღელებმა დააარსეს, რომლებიც ღვინის ჩამოსხმის გარდა, ტურიზმითაც არიან დაკავებული.
კომპანიამ სოფელ შინდისში ღვინის მარანი გახსნა, სადაც უკვე იყვნენ გერმანელები, ამერიკელები და ბალტიის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები.

© Sputnik / Alexander Imedashviliღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017
Международная выставка вина и алкогольных напитков WinExpo 2017 - Sputnik საქართველო
ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017

 „ეს ჩვენი პირველი პროდუქციაა. ჯერჯერობით ოთხი სახეობის ღვინო გვაქვს, მაგრამ გაფართოებას ვაპირებთ. ვიყენებთ ტრადიციულ კახურ მეთოდს. მიშო — მამაჩემის სახელია, მიუხედავად იმისა, რომ 80 წლისაა, ის აქტიურად გვეხმარება, ქვევრში ყურძენსაც ურევს, რაც ძალიან რთულია. მისი გამოცდილების გათვალისწინებით კომპანიას მისი სახელი მივანიჭეთ“, — განაცხადა კომპანიის დამაარსებელმა ზურაბ ნადირაძემ.
საფერავი  — ყურძნის ელეგანტური ჯიში
VCR (Vivai Cooperativi Ruscedo) – 90-წლიანი ისტორიის მქონე ცნობილი იტალიური კომპანიაა, რომელიც ქართული ყურძნით დაინტერესდა და ამ გამოფენაში ოთხი წელი იღებს მონაწილეობას. VCR მომხმარებელს იტალიური და ქართული ჯიშის ვაზს სთავაზობს.

© Sputnik / Alexander Imedashviliღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017
Международная выставка вина и алкогольных напитков WinExpo 2017 - Sputnik საქართველო
ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017

 „ჩვენი კომპანია ძირითადად სანერგე მასალას აწარმოებს და საქართველო ამ კუთხით ძალიან საინტერესოა. ქართული ჯიშების გაყიდვა 5 წლის წინ დავიწყეთ, ახლა რვა ქართული ჯიში გვაქვს. ძირითადად,  საფერავს და რქაწითელს ვყიდით. საფრანგეთში საფერავის გაშენება დაიწყეს. საფრანგეთისთვის და იტალიისთვის ეს ყურძნის ძალიან ელეგანტური და მნიშვნელოვანი ჯიშია, მისი არომატის და შეფერილობის გათვალისწინებით“, — განაცხადა კომპანიის ექსპორტის მენეჯერმა სტეფანო ბატისტელამ.

ქართველი მონაზვნების პროდუქცია

ღვინის გარდა, გამოფენაზე სხვადასხვა სახეობის ყველის დაგემოვნებაა შესაძლებელი. ეს განსაკუთრებული პროდუქციაა, მას სოფელ ფოკაში წმინდა ნინოს მონასტრის მონაზვნები ამზადებენ.

© Sputnik / Denis Aslanovღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017
Международная выставка вина и алкогольных напитков WinExpo 2017 - Sputnik საქართველო
ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017

 „7-8 წელია, რაც ნატურალურ პროდუქციას ვამზადებთ. ჩვენი საქონელი გვყავს. ჯავახეთში „ცისფერი ყველის“, ანუ დაობებული ყველი წარმოების კულტურა არსებობდა, ჩვენ წავედით საფრანგეთში და იქ გარკვეული დეტალები ვისწავლეთ. ასევე ვამზადებთ ჯემებს, მურაბებს, თაფლს, ლიქიორს, არაყს და შოკოლადს“, — გვიამბო დედა რაქილმა.
ტრადიციული ღვინო
გამოფენაზე ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ კომპანია KTW (Kakhetian Tradicional Winemaking)-ის ღვინო, რომელიც 60 სახეობის ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს.

© Sputnik / Denis Aslanovღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017
Международная выставка вина и алкогольных напитков WinExpo 2017 - Sputnik საქართველო
ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017

„ჩვენი ტექნოლოგია არის ტრადიცია, რომელსაც ჩვენ არ ვღალატობთ და დანამატების გარეშე ღვინოს ვაწარმოებთ. ყველაზე პოპულარული სახეობებია — კახური მუსკატი, ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო“, — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ნანიკო რატიანიძემ.

მთავრობის მხარდაჭერა

გამოფენა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამოფენის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოფენა წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული და პრესტიჟული ხდება.
„საქართველო — ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინო კი  — ჩვენი კულტურისა და ისტორიის ნაწილი, ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ქართულმა ღვინომ უკვე მსოფლიო აღიარება მოიპოვა“, — განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მეღვინეობისა და მევენახეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებების პირველი ორგანიზატორი-ქვეყანა გახდება, რომლებიც ქალაქ ბორდოში მეღვინეობის ახალ ცენტრ Cité du Vin-ში გაიმართება.

ღვინის საერთაშორისო კონკურსი

გამოფენის ფარგლებში ღვინის მეცხრე საერთაშორისო კონკურსი გაიმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებისგან შემდგარი ჟიური ღვინის საუკეთესო მწარმოებლებს დააჯილდოვებს.

© Sputnik / Alexander Imedashviliღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017
Международная выставка вина и алкогольных напитков WinExpo 2017 - Sputnik საქართველო
ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017

საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებული კომპანიებისთვის გათვალისწინებულია სახელობით მედლები:
საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო — ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი, საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო — ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი, საუკეთესო წითელი ნახევრადტკბილი ღვინო — დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი, საუკეთესო თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო — დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი, საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო — ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი, საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო — ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.

ყველა ახალი ამბავი
0