დავით გუნია: ანევრიზმა ძირითადად ახალგაზრდების დაავადებაა

© FB/Dato Guniaდავით გუნია
დავით გუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგოროყვას კლინიკის ენდოვასკულური ნეიროქირურგი დავით გუნია საუბრობს, თუ რატომ არის ანევრიზმა საშიში და ძირითადად რა ასაკის ადამიანებში ვლინდება იგი.
დავით გუნია: ანევრიზმა ძირითადად ახალგაზრდების დაავადებაა

„ანევრიზმა ვითარდება ნებისმიერ ადგილზე სისხლძარღვოვან სისტემაში. ხშირ შემთხვევაში იგი უსიმპტომოდ, სწრაფად ვითარდება და, ზოგადად, ახალგაზრდების დავადებაა. მერყეობს დაახლოებით 35 წლიდან 70 წლამდე ასაკის ადამიანებში", — ამბობს გუნია.

მისი თქმით, ანევრიზმის სიმპტომებია ტკივილი თვალის მიდამოში, თვალის გუგების გაფართოება, ქუთუთოების დაბლა დაშვება, სახის ცალი მხარის დაბუჟება. აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში გუნია პაციენტებს მოუწოდებს, დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.

ყველა ახალი ამბავი
0