თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს რჩება
„ამ საკითხის დასაბუთება ხდება მხოლოდ ფინანსურ ჭრილში და მხოლოდ რიცხვებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება ადგილებზე დემოკრატიის ხარისხზე აუცილებლად აისახება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", — განაცხადა ზვიად დევდარიანმა.
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შემცირებას – 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას და თემთან გაერთიანებას ითვალისწინებს, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს.