კარატე-დოს საერთაშორისო ჩემპიონატი ბათუმში

გამოწერა

ბათუმში კარეტე-დო შოტოკანის საერთაშორისო ჩემპიონატსა და სემინარში ასობით სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ჩემპიონატი.

საქართველოს კარატე-დო შოტოკანის ფედერაციამ ბათუმში საერთშორისო ჩემპიონატი და სემინარი გამართა სპორტის ამ სახეობაში, რომელშიც მონაწილეობდნენ სპორტსმენები და სპეციალისტები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.

შეჯიბრებაში მონაწილეობა 6-დან 45 წლამდე ასაკის დაახლოებით 400-მა სპორტსმენმა მიიღო. გუნდურ შეჯიბრში პირველობა ირანის ნაკრებმა მოიპოვა და ჩემპიონთა თასიც მიიღო, ქართულმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, მესამე ადგილი კი აზერბაიჯანის გუნდს ხვდა წილად.

ღონისძიების მონაწილე სპორტსმენებისთვის და სპეციალისტებისთვის სემინარი გამართა შიჰან ჰიტოში კასუიამ, კარატე-დო შოტოკანის მსოფლიო ფედერაციის შეფ-ინსტრუქტორმა (World Shotokan Karate-Do Federation — WSKF).

ყველა ახალი ამბავი
0