ირაკლი კობახიძე: ცხრაწლიანმა რეჟიმმა მძიმე არჩევანის წინაშე დაგვაყენა

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლოში, ზოგადად, 9 წლის განმავლობაში იყო სისტემური პრობლემა, რომლის მსხვერპლიც ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, მათ შორის მოსამართლეებიც, განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ირაკლი კობახიძე: ცხრაწლიანმა რეჟიმმა მმძიმე არჩევანის წინაშე დაგვაყენა

„ამოცანა არის სისტემის შეცვლა რადიკალური საკადრო გადაწყვეტილებების გარეშე. ამ გზას მიმართეს თავის დროზე სხვა ქვეყნებმაც. გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ არ შეეხნენ მოხელეებს და მოსამართლეთა დიდ ნაწილს. ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რადგან როცა საქმე ეხება მოსამართლეს, მას უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, უმწიკვლო რეპუტაცია, თუმცა, ჩვენ ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დაგვაყენა იმ ცხრაწლიანმა რეჟიმმა, რომელიც იყო საქართველოში ჩამოყალიბებული", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებას ორი ალტერნატიული გზით წასვლა შეეძლო — ერთი იყო სასამართლო კორპუსის სრული წმენდა, თუმცა ამას ჰქონდა თავისი ნეგატიური მხარეები, მეორე გზა იყო სისტემის შეცვლა და არა სასამართლო კორპუსის. საბოლოო ჯამში, როცა რამდენიმე წლის წინ შეიცვალა ხელისუფლება, გადაწყვეტილება იქნა მიღებული მეორე მიმართულებით, კერძოდ, არ მოხდა სრული წმენდა სასამართლო კორპუსში. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში რჩებიან მოსამართლეები, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული ძალიან პრობლემური საქმეების განხილვაში, თუმცა ეს იყო, როგორც ითქვა, სისტემური გადაწყვეტილება.

ყველა ახალი ამბავი
0