უჩვეულო ვითარება კოვენტ გარდენში

გამოწერა
თეატრის ვეტერანები ამბობენ, რომ ასეთი რამ არასდროს მომხდარა.

კოვენტ გარდენის „სამეფო თეატრში“ მსმენელი ჯუზეპე ვერდის ოპერა "დონ კარლოსის" მოსასმენად უკვე შეიკრიბა, როდესაც გამოირკვა, რომ ელისაბედის პარტიის შემსრულებელი, ამერიკელი სოპრანო კრისტინ ლიუისი სპექტაკლის დაწყებამდე ერთი საათით ადრე საავადმყოფოში მოხვდა.

შემცვლელის პოვნა დაგვიანებული იყო. გადაწყდა, რომ არ გაენაწყენებინათ შეკრებილი მსმენელი და მათ შესთავაზეს რჩეული სცენები ოპერიდან და ბილეთის სრული ფასის დაბრუნება.

გარნიეს ოპერა პარიზში - Sputnik საქართველო
მსოფლიოს ულამაზესი ოპერის თეატრები

შედეგად, ჩამოშვებული ფარდის წინ შესრულდა რიგი სცენები პირველი ორი აქტიდან, მესამე აქტი შესრულდა დეკორაციებში სრულად, ფინალზე კი უარის თქმა მოუწიათ.

ორკესტრის მუშაობის ორგანიზებაზე იზრუნა ფრანგმა მაესტრომ ბერტრან დე ბიიიმ.

თეატრის ვეტერანები ამბობენ, რომ ასეთი რამ არასდროს მომხდარა.

კოვენტ გარდენის „სამეფო თეატრი“ (Royal Opera House) ლონდონის ამავე სახელწოდების ცენტრალურ რაიონში მდებარეობს. მისი ულამაზესი დარბაზი პარტერით, ოთხიარუსიანი ლოჟებით, ბალკონებითა და ამფითეატრის გალერეებით 2268 მუსიკის მოყვარულს იტევს. ესაა ლონდონის სამეფო ოპერის, ლონდონის სამეფო ბალეტისა და დიდი თეატრალური ორკესტრის სცენა.

საოპერო თეატრი 1732 წელს გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0