საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

© Совбез Грузииლევან ბოძაშვილი
ლევან ბოძაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი შვეიცარიაში ქართულ დიპლომატიურ მისიას უხელმძღვანელებს.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ქვეყნის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, აღნიშნულია სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდზე.

"გათავისუფლდეს ლევან ბოძაშვილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობიდან საკუთარი ინიციატივით 2017 წლის 5 ივნისიდან", — ნათქვამია განკარგულების ტექსტში.

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბოძაშვილი შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა. ის თავისი მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 20 ოქტომბერს შეუდგება.

ბოძაშვილს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა 2015 წლის ივნისიდან ეკავა.

ლევან ბოძაშვილი 1974 წლის ოქტომბერში დაიბადა. მან 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სამართლის მაგისტრის ხარისხით, ხოლო 2007 წელს — ბრიუგეს ევროპული კოლეჯი.

1996-1997 წლებში ბოძაშვილი მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.

1997 წელს მან გაიარა სტაჟირება აშშ-ის უმაღლეს სასამართლოში.

1999-2001 წლებში ბოძაშვილი იურისტად მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 2001-2003 წლებში იყო საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი.

ბოძაშვილი არის ექვსი წიგნის ავტორი (სამართლის თემაზე). იცის ინგლისური, ფრანგული და რუსული ენები.

ყველა ახალი ამბავი
0