საპატარძლო კაბა, ზურგჩანთა და ბავშვები, რომლებიც პირველად იყვნენ კინოში

© ლელა წიკლაურის პირადი არქივილელა წიკლაური - ჯვრისწერა ჯვარზე
ლელა წიკლაური - ჯვრისწერა ჯვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კარგია, როდესაც სასიამოვნოს სასარგებლოსაც უთავსებ, ეს სწორედ ის თანხვედრაა, სიამოვნებას რომ განიჭებს და სიამაყითაც გავსებს. ეს საქმეც ლაშქრობებზე სიარულით დაიწყო... შემდეგ აქედან შემოსული, ანუ გადადებული თანხით კეთილი საქმე დაფინანსდა და დღემდე ასე გრძელდება...

უფრო გასაგები რომ იყოს რაზეა საუბარი, მოლაშქრეთა კლუბის „ფენიქსი“ ხელმძღვანელს, ლელა წიკლაურს გავესაუბრებით.

© კლუბი ფენიქსის არქივიკლუბი ფენიქსის მოლაშქრეები
კლუბი ფენიქსის მოლაშქრეები - Sputnik საქართველო
კლუბი ფენიქსის მოლაშქრეები

- ლელა, ყველაფერი ჯერ იდეის დონეზე ჩნდება და მერე ხდება მისი რეალიზება…

— დიახ, თავიდან იდეა დამებადა, რომ ბავშვების კლუბი ჩამომეყალიბებინა. ჯერ მარტო მოლაშქრე ბავშვები გვინდოდა შეგვეკრიბა. შემდეგ დავიწყეთ ახალი პროექტი, —რეგიონებიდან ბავშვების ჩამოყვანა. კლუბის „ფენიქსი“ წევრები ამას საკუთარი სახსრებით ვახერხებთ. მომავალში ამ კლუბში 6 —დან 12- წლამდე ბავშვები გვეყოლება. კარგად იცით, რომ მთის ზოგიერთ სოფელში არანაირი გასართობი არ არის. ახლახან სოფელ ბარისახოს 12 ბავშვს, რომელიც თბილისში ჩამოვიყვანეთ ანიმაციური ფილმი „ყარყატების თავგადასავალი“ 3 D ფორმატში ვაჩვენეთ. ზოგი მათგანი კინოში საერთოდ პირველად იყო. დილის 5 საათზე გავედით ბარისახოს მიმართულებით, სადაც ქალბატონმა ლელა გაბურმა ერთად შეკრებილი ბავშვები დაგვახვედრა. იქიდან რომ გამოვედით, ბავშვებს რვეულები, სახატავი ფანქრები და კალმები ვუყიდეთ, შემდეგ ნამცხვრებითა და წვენებით გავუმასპინძლდით.

© კლუბი ფენიქსის არქივილაშქრობაში
ლაშქრობაში - Sputnik საქართველო
ლაშქრობაში

- ვიცი, რომ ბუნებაში ეკო ტურებსაც აწყობთ…

— მე განსაკუთრებით მიყვარს შემდეგი პროექტები: "ეკო-ტურები, დასუფთავება"; "დააფინანსე ბავშვის თავგადასავალი" და ფონდი "+1 მინიმუმი" მოკლედ ასეა, ჩვენი ქველმოქმედება ლაშქრობებსა და ტურებზეა მიბმული. აგიხსნით რა პრინციპით მუშაობს ფონდი „+1 მინიმუმ“. ჩვენ ყოველ შაბათ-კვირას მივდივართ ტურებში, ერთი ადამიანისგან ცალკე ვდებთ თანხას და თვის ბოლოს რაც რჩება, იმით გაჭირვებულ ოჯახებს ვეხმარებით. ასე რომ, ზოგი უნებურად ხდება ქველმოქმედი, ისე, რომ არც იცის, მისი თანხა სიკეთეს თუ ხმარდება. რაც შეეხება, პროექტს —,,ეკო-ტური, დასუფთავება"- სხვადასხვა დაბინძურებულ ადგილებზე გავდივართ და მათ ნაგვისგან ვასუფთავებთ. ინვენტარის, ანუ ტომრებისა და ხელთათმანების და ტრანსპორტირების თანხას მოხალისეები ვაგროვებთ. ასე მაგალითად, ჩვენ უკვე ოთხჯერ ვიყავით და დავასუფთავეთ მარტყოფში, ღვთაების მონასტრის ტერიტორია, კოჯრის ციხის მიმდებარე ტერიტორია ორჯერ დავასუფთავეთ, ლომისას სალოცავი, რომელიც ლომისობის შემდეგ ძალიან ბინძურდება, სამჯერ დავასუფთავეთ და წელსაც მივდივართ…

© კლუბი ფენიქსის არქივიკლუბი "ფენიქსი" ეკო ტურზე
კლუბი ფენიქსი ეკო ტურზე - Sputnik საქართველო
კლუბი "ფენიქსი" ეკო ტურზე

- ლელა, ჯვრისწერაც მოლაშქრეების საკადრისი გქონიათ, თქვენი საქორწილო ფოტოები ვნახე, რომელზეც საპატარძლო კაბაზე ზურგჩანთით ხართ…

— მე და თენგომ ერთმანეთი სვანეთში, უშგულში, მეგობრის სახლში გავიცანით. იქ ვისვენებდით და ჩვენი ურთიერთობაც იქიდან დაიწყო. თავიდან ვმეგობრობდით. ის ჩემს მიერ დაგეგმილ ლაშქრობებზე დადიოდა და ნელ-ნელა თავი შემაყვარა… 6 თვეში, საკუთარ დაბადების დღეზე გავიპარეთ. მას მერე ერთად დავიწყეთ ტურებზე სიარული. ჯვარი ორიგინალურად, როგორც მოლაშქრეებმა, ისე დავიწერეთ. ჩვენმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით ჩვენნაირ მოგზაურებში. ჯვრისწერა 25 იანვარს იყო, ძალიან ციოდა და მე უმკლავო კაბა მეცვა. ხალხი კი იყინებოდა. მათი ჩურჩული მესმოდა: „პატარძალი მოლაშქრე გოგოა და ნახეთ, როგორი გაკაჟებულიაო!" ამაზე მაშინაც და ახლაც ძალიან ვხალისობ. ლაშქრობებში ორსულიც კი დავდიოდი. მერე გვეყოლა თაია, რომელიც ე.წ. კენგურუთი სამი თვის ასაკიდან დაგვყავს მთებში. ჩვენთან ერთად კარავში სძინავს და ექსტრემალურ პირობებს უკვე მიჩვეულია…

© კლუბი ფენიქსის არქივიმოლაშქრეთა ოჯახი
მოლაშქრეთა ოჯახი - Sputnik საქართველო
მოლაშქრეთა ოჯახი

 

ყველა ახალი ამბავი
0