გენადი ხაზანოვი: ბედნიერი ვარ საქართველოში ყოფნით

გამოწერა

ცნობილმა რუსმა მსახიობმა გენადი ხაზანოვმა „Sputnik-საქართველოს“ უამბო, თუ როგორ ასრულდა მისი სანუკვარი ოცნება. იხილეთ ვიდეო.

ესტრადის, კინოსა და თეატრის ცნობილმა მსახიობმა, რომელიც თბილისში მოსკოვის ანტონ ჩეხოვის თეატრთან ერთად იმყოფება, ისაუბრა, თუ რა დიდი ხანია ოცნებობს საქართველოში ჩამოსვლაზე.

„ბედნიერი ვარ საქართველოში ყოფნით. ბედნიერი ვარ იმით, რომ ასრულდა ჩემი 20 წლის ოცნება. ვითარებიდან გამომდინარე, 21 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ. ახლა კი, ჩემი ახლო მეგობრის დიდი დახმარების წყალობით გასტროლები შედგა. უპირველესად სწორედ მისი მადლობელი ვარ, რომ მან აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობის ტვირთი, მოეწყო ეს გასტროლები. მადლობელი ვარ საქართველოს მოსახლეობისა. სხვა სიტყვები არ მაქვს!" — განაცხადა გენადი ხაზანოვმა.

სპექტაკლები თეატრისა და კინოს გამოჩენილი რუსი მსახიობის გენადი ხაზანოვის მონაწილეობით თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე 3-8 ივნისის პერიოდში იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0