აჭარის კურორტებზე უსაფრთხო დასვენებას პროფესიონალი მაშველები უზრუნველყოფენ

გამოწერა

აჭარის სამაშველო სამსახურმა ზაფხულის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა მიიღო. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ბათუმში სამაშველო სამსახურისა და ახალი სამაშველო პოსტის პრეზენტაცია.

აჭარის კურორტებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ათობით პროფესიონალი მაშველი, რომლებმაც ახალი სეზონის დაწყებამდე გადამზადება გაიარეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამმართველოს სააგენტომ ბათუმში მაშველებს გადასცა ფორმები, ტექნიკა და აღჭურვილობა, სამედიცინო ჩანთები და სხვა აუცილებელი ინვენტარი.

"ახალი ტურისტული სეზონი დაიწყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ჩაივლის. წელს კიდევ უფრო მეტ ტურისტს ველოდებით. ამასთან დაკავშირებით ბათუმსა და სრულიად აჭარაში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა. მადლობას ვუხდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველების მომზადებისთვის და მათი თანამედროვე ტექნიკით უზრუნველყოფისთვის. ჩვენი მაშველები მზად არიან დამსვენებელთა უსაფრთხოება უზრუნველყონ", — განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამმართველოს სააგენტომ 135 მაშველი გადაამზადა. მათი სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ბათუმის პორტში ასევე გაკეთდა ახალი სამაშველო პოსტი.

ყველა ახალი ამბავი
0