პარიზული გაკვეთილი: ნუ ჩახედავ სიკვდილს თვალებში

გამოწერა

საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეეხსენებინა პარიზელებისთვის, რომ წითელ შუქნიშანზე გზის გადაკვეთა სახიფათოა სიცოცხლისათვის.

ამისთვის მათ ერთ-ერთ შუქნიშანთან სპეციალური მოწყობილობა დაამონტაჟეს და როცა რომელიმე მოქალაქე წითელზე გადადიოდა, მოულოდნელად ავტომობილის საბურავების ღრჭიალი და მკვეთრი მუხრუჭის ხმა ისმოდა, ხოლო იქვე მდგარ სიტილაიტზე მყისიერად ჩნდებოდა მოქალაქის რეაქციის ამსახველი ფოტო.

ფოტოს ქვეშ კი ეწერა: "ნუ ჩახედავ სიკვდილს თვალებში. შეხედე შუქნიშანს. გადაკვეთე გზა უსაფრთხოდ".

ამის შემდეგ შეშინებულ-დაფეთებული მოქალაქეების ფოტო-პლაკატები მთელ ქალაქში გამოიკრა.

ყველა ახალი ამბავი
0