პატიმარი მსახიობები: შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ვადა შეუმცირეს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაისში ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებულ ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს სასჯელის ვადა შეუმცირეს.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო გარიგება გააფორმა და ნარკოდანაშაულისთვის სასჯელის ვადა შეუმცირა, განუცხადა „Sputnik საქართველოს" შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.

როსტოშვილს მიმდინარე წლის მარტში პატიმრობის 8 წელი მიესაჯა, მას ვადა 3 წლამდე შეუმცირდა. კურტანიძეს ციხეში 5 წელი უნდა გაეტარებინა, მაგრამ ის პატიმრობაში 1 წელი დარჩება.

„რესურსების დაზოგვისა და სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები საპროცესო გარიგებაზე შეთანხმდნენ, რომელიც სააპელაციო ინსტანციაში გაფორმდა", — განაცხადა სალაყაიამ.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს პატიმრობა მიუსაჯეს

გარდა ამისა, როსტოშვილმა და კურტანიძემ სახელმწიფოს სასარგებლოდ 40000 ლარი უნდა გადაიხადონ. რეალური ვადის გარდა, კურტანიძეს ასევე პირობითი სასჯელი 3 წლის ვადით, ხოლო როსტოშვილს — 4 წლის ვადით მიესაჯა.

როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის მაისში დააკავეს, როდესაც მანქანაში, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, 42 გრამი ფხვნილი და კრისტალები და ნარკოტიკული ნივთიერება MDMA-ს შემცველი 136 აბი აღმოაჩინეს. ნარკოტიკების ნაწილი (0,08 გრამზე მეტი) პოლიციამ კურტანიძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას აღმოაჩინა.

ლევან როსტოშვილი, რომელიც ქართულ შოუ-ბიზნესში ცნობილია, როგორც „როსტო", ადრე "ნანუკას შოუს" თანაწამყვანი იყო, როდესაც გადაცემა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გადიოდა.

ლაშა კურტანიძე პოპულარულ ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები" მონაწილეობდა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ზე გადის.

 

ყველა ახალი ამბავი
0