როგორ უყვარდათ საქართველოში

© ეროვნული ბიბლიოთეკაგალაქტიონ ტაბიძე და ოლია ოკუჯავა
გალაქტიონ ტაბიძე და ოლია ოკუჯავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ ამ რუბრიკაში ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა სასიყვარულო ბარათებს წარმოგიდგენთ. ამჯერად თქვენ წინაშეა გალაქტიონ ტაბიძის წერილი ოლია ოკუჯავასადმი...

პოეზიის მეფედ აღიარებული გალაკტიონი 20 წლის იყო, როდესაც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ქალი გაიცნო. მათი შეხვედრა 1912 წელს შემთხვევით მოხდა — ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალმა გალაკტიონმა და მისმა ნათესავმა ტიციან ტაბიძემ ქუჩაში მარტო მომავალი გოგონა შენიშნეს. ეს იყო ძველი ბოლშევიკების მიხეილ და ვასილ ოკუჯავების და, სოციალისტური ხელისუფლებისთვის მებრძოლი ოლია ოკუჯავა. იგი გალაკტიონზე უფროსი იყო, ლამაზიც არ ეთქმოდა, მაგრამ მათ ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდათ (ამავე 1912 წელს, ოლიასთან შეხვედრამდე, გალაკტიონი მერი შერვაშიძეს ეტრფოდა, ლექსებსაც უძღვნიდა, თუმცა მათ ურთიერთობა არ ჰქონიათ). 

გალაკტიონი პირველად ოლიას აკითხებდა თავის ლექსებს, ის იყო მისი პოეზიის პირველი კრიტიკოსი. ოლია კი აღმერთებდა გალაკტიონის პოეზიას, როგორც თავად გალაკტიონს. თუმცა ოლიას მამა სტეფანე ოკუჯავა ამ სიყვარულის წინააღმდეგი იყო, ფიქრობდა, პოეტი ოჯახის მოვლას ვერ შეძლებდა და როგორც კი ოლიამ წმინდა ნინოს სასწავლებელი დაამთავრა, ჭიათურის სკოლაში გადაიყვანა მასწავლებლად. გალაკტიონი ჩუმად ჩადიოდა იქ და ნახულობდა ოლიას. საბოლოოდ სტეფანე დათანხმდა მათ ქორწინებას. გალაქტიონმა და ოლიამ ჯვარი 1916 წელს დაიწერეს.

ახალდაქორწინებულები მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც გალაკტიონს სწავლის გაგრძელება სურდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და ქუთაისში დაბრუნდა. ოლიამ კი სამსახური მალე დაიწყო და უმაღლეს პოლიტიკურ კურსებზეც ჩაირიცხა. მათ შორის დაიწყო მიმოწერა…

გალაკტიონ ტაბიძის წერილი ოლღა ოკუჯავას
გალაკტიონ ტაბიძის წერილი ოლღა ოკუჯავას - Sputnik საქართველო
გალაკტიონ ტაბიძის წერილი ოლღა ოკუჯავას

1920-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა კავშირში ძველი ბოლშევიკების დევნა დაიწყო. თავდაპირველად, დააპატიმრეს ოლიას ძმა მიხეილ ოკუჯავა, 1929 წელს კი ოლიას დროც დადგა და ის უზბეკეთში გადაასახლეს. 1937 წელს ის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და ისევ გადაასახლეს, ხოლო 1941 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ „ხალხის მტრად“ შერაცხული ოლღა ოკუჯავა მედვედევოს ტყეში დახვრიტეს. ყოველივე ამან მორალურად გატეხა გალაკტიონი, მას დეპრესია დაეწყო, საუბრობდა თვითმკვლელობაზე… (გალაკტიონმა ოლიას მიუძღვნა ლექსი  „უკანასკნელი მატარებელი“ და „მზეო თიბათვისა“).

შემდეგ გალაკტიონი ოლგა დარიუსთან ერთად ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ ქორწინებაში არ იყვნენ, გალაკტიონი ოლგას ცოლს უწოდებდა. შემდეგ ის გენერალ ებანოიძის ქვრივზე ნინო კვინიკაძეზე დაქორწინდა, ვისთანაც თავისი ცხოვრების ბოლო 17 წელიწადი გაატარა. ნინოს პირველი მეუღლისგან ორი შვილი — ნუნუ და დავითი ჰყავდა. გალაკტიონს ძალიან უყვარდა თავისი გერები, მათაც გალაკტიონი უყვარდათ. 

1959 წლის 17 მარტის საღამოს გალაკტიონმა სისრულეში მოიყვანა თვითმკვლელობის დიდი ხნის განზრახვა…

 

წერილი: „სიყვარული, სიყვარული…“, თბილისი, 1992

მოამზადა თამარ კაპანაძემ

 

ყველა ახალი ამბავი
0