მარწყვის მურაბა ნათია მონტგომერისაგან

გამოწერა

"Sputnik-საქართველოს" მკითხველებს მარწყვის მურაბის რეცეპტი გაუზიარა ნათია მონტგომერიმ.

მარწყვის მურაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 600 გრ. მარწყვი, 3 ჭიქა შაქარი, 1 ლიმონი, ½ ჭიქა წყალი, ერთი სუფრის კოვზი კონიაკი.

შაქარს ვყრით ქვაბში და ვამატებთ ლიმნის ქერქს და წვენს. შაქარი უნდა დადნეს დაბალ ცეცხლზე. შემდეგ ვამატებთ წყალს. წამოდუღების შემდეგ, ვყრით დაჭრილ მარწყვს და 35 წუთის განმავლობაში ვადუღებთ.

როდესაც სიროფი გასქელდება, ვიღებთ ცეცხლიდან და ვამატებთ კონიაკს. ნადუღს ვასხამთ სტერილურ ქილაში და ვინახავთ ცივ ადგილზე. გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0