ჩიტაძე: ისლამურ სახელმწიფოს ნავთობისგან შემოსავალი შეუმცირდა
"მას შემდეგ, რაც "ისლამურმა სახელმწიფომ" დაკარგა კონტროლი ერაყისა და სირიის ნავთობით მდიდარ რეგიონებზე, ამ ტერორისტულ ორგანიზაციას ნავთობისგან მიღებული შემოსავალი ორჯერ შეუმცირდა. შესაბამისად, "ისლამური სახელმწიფო" ცდილობს იმ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, სადაც ოპიუმია, რადგან შემოსავლის ძირითად წყაროდ ავღანეთში მოპოვებულ ამ ნარკოტიკულ საშუალებას განიხილავს", — აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
პოლიტოლოგის აზრით, 31 მაისს ავღანეთის დედაქალაქში განხორციელებული ტერაქტიც "ისლამური სახელმწიფოს" დაფინანსების წყაროების მოძიების მიზნით გააქტიურებას უკავშირდება.