ამინდი საქართველოში: დასავლეთში +34 გრადუსი

© FB / Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნდება მცირე ნალექი, დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე აიწევს.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე მცირე ნალექი შენარჩუნდება, თუმცა, ცხელი ამინდი იქნება — დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს.

სამშაბათი, 6 ივნისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთით ქარი წამში 20-25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს, აღმოსავლეთ საქართველოში — 17-22 მეტრამდე.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 15-20 გრადუსი სითბო, დღისით — 29-34. მაღალ მთაში ღამით იქნება 7-12 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 14-19 გრადუსი სითბო, დღისით — 27-32. მაღალ მთაში ღამით იქნება 6-11 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23.

თბილისში ღამით და დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 8-13 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 19 გრადუსი სითბო, დღისით — 31.

ოთხშაბათი, 7 ივნისი

ხანმოკლე წვიმა ელჭექით და დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება მოსალოდნელია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14-19 გრადუსი სითბო, დღისით — 23-28. მაღალ მთაში ღამით იქნება 6-11 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14-19 გრადუსი სითბო, დღისით — 29-34. მაღალ მთაში ღამით იქნება 7-12 გრადუსი სითბო, დღისით — 19-24.

თბილისში ღამით ძირითადად უნალექოდ ჩაივლის, დღისით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით მოსალოდნელია ძლიერი ქარი. ღამით 18 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 32.

ყველა ახალი ამბავი
0