საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარების შეთანხმება დიდი მიღწევაა

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ქართული მხარის მიერ გაცემული აკრედიტაცია დაშვებულია ევროპაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილი: საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარების შეთანხმება დიდი მიღწევაა

„ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, უზარმაზარი სამუშაოსა და თანმიმდევრული რეფორმების შედეგი და ევროპის შესაბამისი ასოციაციის მიერ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება. ეს მიღწევა გააადვილებს ქართული პროდუქციის დაშვებას ევროპულ ბაზარზე და საქართველოს მიერ გაცემული აკრედიტაციის ცნობას ევროპული სახელმწიფოების მიერ. შეთანხმება გავრცელდება აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ აკრედიტებულ შემდეგ სფეროებში: გამოცდები და დაკალიბრება; პროდუქტის სერტიფიკაცია; პერსონალის სერტიფიკაცია; ინსპექტირება", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარების შეთანხმებას (EA BLA) ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე მოეწერა ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0