ფაჩულია NBA-ს ჩემპიონობიდან ორ ნაბიჯზეა

© Golden State WarriorsNBA
NBA - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გოლდენ სტეიტ უორიორზი“ NBA-ს ფინალურ სერიაში ლიდერობს საერთო ანგარიშით 2:0 – ჩემპიონობისთვის დარჩენილი ხუთი მატჩიდან ორის მოგებაც საკმარისია.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრის მოთამაშემ ზაზა ფაჩულიამ თავისი კლუბის შემადგენლობაში NBA-ს ფლეი-ოფის ფინალურ სერიაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

„კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ მატჩში ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გავიდა და საერთო ჯამში მოედანზე 12 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა ორ ქულა მოიპოვა და ორი მოხსნა გააკეთა.

რაც შეეხება თავად თამაშს, ის „უორიორზის“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა — 132:113.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდნენ კევინ დიურანტი, რომლის აქტივში 33 ქულა და 13 მოხსნაა და სტეფან კარი, რომელმაც ტრიპლ-დაბლი გაიფორმა — 32 ქულა, 11 გადაცემა და 10 მოხსნა.

სერიის მესამე მატჩს მოწინააღმდეგეები კლივლენდში 7 ივნისს გამართავენ.

ყველა ახალი ამბავი
0