ხელვაჩაურის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ვულკანიზაციაში, ჰაერის დამატების დროს საბურავი გასკდა, რის შედეგად იქვე მყოფი 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. მისი ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0