ტურინში "იუვენტუსის" დაახლოებით 600 ფანატი ჭყლეტისას დაშავდა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიჭყლეტა
ჭყლეტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
"იუვენტუსსა" და მადრიდის "რეალს" შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ჩვენებისას ჭყლეტაში დაახლოებით 600 ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ტურინში (იტალია), სან–კარლოს მოედანზე, ადგილობრივ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ჩვენებისას ჭყლეტაში დაახლოებით 600 ადამიანი დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости Football Italia–ზე დაყრდნობით.

ფინალური მატჩი, რომელიც კარდიფში გაიმართა, "იუვენტუსის" წაგებით – 1:4 დასრულდა. ტურინში თამაშის მსვლელობას დიდ ეკრანებზე დაახლოებით 20 ათასი ადამიანი ადევნებდა თვალს. წინასწარი მონაცემებით, "რეალის" მესამე გოლის შემდეგ მოედანზე რამდენიმე პეტარდი აფეთქდა, რამაც პანიკა და ჭყლეტა გამოიწვია.

200 injured in Juventus fan panic after bomb scare https://t.co/QYJEQtLY3Q pic.twitter.com/skDS3A1cRk

პეტარდის აფეთქება ჭყლეტის გამომწვევი ერთ–ერთი ვერსიაა. მეორე ვერსიით, ინციდენტი ლითონის კარის ტროტუარზე ვარდნამ გამოიწვია. ტელეარხ Corriere–ს ინფორმაციით, 10 ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. დაშავებულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

მოვლენის თვითმხილველებმა ეს ჭყლეტა 1985 წელს ბელგიის სტადიონზე ჩემპიონთა თასის ფინალისას ("იუვენტუსი"–"ლივერპული") მომხდარ ტრაგედიას შეადარეს. მაშინ ერთი ტრიბუნის კედელი ჩამოინგრა, დაიღუპა 39 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0