მოსკოველმა ტვერის ოლქში რვა ადამიანი მოკლა

© photo: Sputnik / Yuri Lashov / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ტვერის ოლქში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რვა ადამიანის მასობრივი მკვლელობის შესახებ და გამოძიებისთვის საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალურ აპარატს გადაეცა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ტვერის ოლქში რვა ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რეგიონის სამართალდამცველ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით.

მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, რომ მასობრივი მკვლელობა დასახლება რედკინოში ყოფითი კონფლიქტის საფუძველზე მოხდა. კონფლიქტის ერთ–ერთმა მონაწილემ სახლიდან იარაღი აიღო და ყველა – ვინც აწყენინა და მოწმეც, დახოცა.

ეჭვმიტანილი ადრე ნასამართლევი მოსკოვის მცხოვრებია.

https://t.co/UaEmXLmOhE pic.twitter.com/zwb8k2BvFf

"პოლიციამ დაადგინა, რომ ღამით 45 წლის მოსკოველი სააგარაკე სახლში თითქმის უცნობი პირების კამპანიაში სპირტიან სასმელს სვამდა. ამ დროს სტუმრებს შორის სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი გაემართა თავისი სახლისკენ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა სანადირო თოფით და რამდენჯერმე ისროლა. შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა", – ნათქვამია რუსეთის შსს–ს ტვერის ოლქის სამმართველოს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დადგინდა, რომ იარაღი დარეგისტრირებულია ეჭვმიტანილზე. მამაკაცმა ისროლა 12–კალიბრიანი კარაბინიდან, ადამიანებს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა, რადგან სროლა ახლო მანძილიდან განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0